რუსეთის დუმის დეპუტატი – საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ვურჩევ, თავი შეიკავონ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობისგან – არ არის საჭირო ქართველების სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება

საქართველოში მყოფმა ს ფედერაციის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისგან, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა განაცხადა.
„საქართველოში მცხოვრები რუსები ამ დღეებში მასიურად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ, ინსტრუმენტად ქცევა“, – განაცხადა პისკარევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!