რუსეთის დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეკლამას კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეკლამას კრძალავს.
დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციებს ს ხელისუფლების მიერ „უცხოურ აგენტებად“ აღიარებული ადამიანების რეკლამირება და მათ რესურსებზე რეკლამის განთავსება იკრძალება.
„ბევრი თაღლითი, ვინც ეს ფული მიიღო, იმ ფაქტს არ მალავს, რომ იგი ს ნაცისტური რეჟიმის დასაფინანსებლად გამოიყენეს, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და სამოქალაქო პირებს კლავს. კანონის მიღება ამ პრაქტიკას შეაჩერებს“, – განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
კანონის დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 50 000 რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას