რუსეთის და ჩინეთის საზღვაო ძალები იაპონიის ზღვაში ერთობლივი დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში არტილერიულ და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო წვრთნებს ატარებენ.
როგორც ცნობილია, რუსული და ჩინური გემები ერთობლივ რაზმში მოძრაობენ, მათი არსენალის შემადგენლობაშია დიდი რუსული წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გემი და ორი ჩინური გამანადგურებელი.
წვრთნები სახელად „საზღვაო ურთიერთქმედება-2025“ სამშაბათს უნდა დასრულდეს.
როგორც Reuters წერს, წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 დღის წინ გამოაცხადა, რომ რეგიონში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი განთავსდება.
