ს დარტყმა ხარკოვზე – ნანგრევებში 3 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

2 იანვარს ხარკოვის რეგიონზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.

მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 3 წლის ბავშვის ცხედარი, 3 იანვარს, ღამით კი – 22 წლის ქალის ცხედარი.

ხუთი ადამიანი ჯერ ისევ დაკარგულად ითვლება – მათ ნანგრევებში ეძებენ.

2 იანვარს განხორციელებული ს თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაზიანდა 25 საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, საგანმანათლებლო დაწესებულება, კომერციული და საოფისე შენობა და დაიწვა მანქანები.

___________

ფოტოზე: ხარკოვი, 2 იანვარი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY KOZLOV