რუსეთის გენპროკურორმა ფედერაციის საბჭოს უამბო რამდენი უცხოური მედიასაშუალება აკრძალეს

2024 წელს რუსეთში მუშაობა აუკრძალეს უცხოეთის 81 მედიასაშუალებას. ამის შესახებ, როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები წერენ, 2 აპრილს, ფედერაციის საბჭოში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა.
გენპროკურორმა ფედერაციის საბჭოს ისიც აცნობა, რომ 2024 წელს „არასასურველად“ გამოაცხადეს 71 უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაცია.
რუსეთმა უცხოური მედიასაშუალებების მუშაობის აკრძალვა 2024 წლის ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, თავის ტერიტორიაზე აქტივობა აუკრძალა კრემლის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს „რია ნოვოსტის“, „იზვესტიას“ და „როსიისკაია გაზეტას“.
რუსეთის მიერ აკრძალულებს შორის არიან: Politico, France Presse, Der Spiegel, EUobserver, Delfi და ა.შ.
მედიასაშუალებები აღმოჩნდნენ რუსეთის მიერ „არასასურველად“ გამოცხადებულ ორგანიზაციებს შორისაც. რუსეთის ხელისუფლება ასეთ ორგანიზაციად მიიჩნევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასაც.
პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს