რუსეთის განცხადებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის თავზე ჩამოგდებულ იქნა 36 დრონი

8-დან 9 თებერვლის ღამეს რუსეთის თავზე ჩამოგდებულ იქნა 36 დრონი – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მათგან 18 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის თავზე, ოთხ-ოთხი – ორლოვსკის და კრასნოდარის მხარეების თავზე, სამ-სამი – ვორონეჟის და როსტოვის, და თითო-თითო – ლენინგრადის, ბრიანსკის, ტულის ოლქების და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის თავზე.
დრონებით შეტევის საფრთხის გამო რეისებზე დროებითი შეზრუდვები ამოქმედდა ვოლგოგრადის, ნიჟნი-ნოვგოროდის და სანკტ-პეტერბურგის აეროპორტებში.
ვოლგოგრადის ოლქში ხელისუფლებამ 7 თებერვალს აიკრძალა ინფორმაციის გამოქვეყნება უპილოტო საფრენი აპარატების შეტევების შესახებ – ეს ეხება როგორც საკუთრივ ოლქს, ისე რუსეთის სხვა რეგიონებს. ადგილობრივ მედიას აღარ აქვს უფლება გამოაქვეყნოს დრონების ჩამოგდების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, ან თქვას, კონკრეტულად სად მოხდა ეს.
რუსეთის რეგიონები – განსაკუთრებით უკრაინასთან მოსაზღვრე ადგილები – გასული წლის გაზაფხულიდან თითქმის ყოველდღიურად ხდება დრონების თავდასხმების სამიზნე. არის მსხვერპლი და ნგრევა სამოქალაქო მოსახლეობაში. მოსკოვი იერიშებში უკრაინის ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა, როგორც წესი, არ აკეთებს კომენტარს ამგვარ თავდასხმებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)