რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

28 აპრილს, გამთენიისას აფეთქებები იყო ს ქალაქ ბრიანსკში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებებმა ხანძარი გამოიწვია ქალაქ ბრიანსკის მოსკოვის და კრასნოარმეისკის ქუჩებზე.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კრასნოარმეისკის ქუჩაზე მდებარეობს მიკროელექტრონიკის ქარხანა „კრემნიი“, რომელიც რუსული სარაკეტო სისტემებისთვის საჭირო მიკროსქემებს და სხვა კომპონენტებს აწარმოებს.
ბრიანსკის ამ ქარხანას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს 2025 წლის იანვარში.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ბრიანსკში დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი დაიჭრა.
გუბერნატორის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაცით, დაიწვა ერთი კერძო სახლი, დაზიანდა შვიდი კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი, ხანძარი გაუჩნდა მართვის და ბიზნესის ინსტიტუტის შენობას და ერთ-ერთი საწარმოს საწყობს. ბოგომაზი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს. გუბერნატორის ცნობითვე, ორ რაიონში დაზიანებულია ენერგომომარაგების ობიექტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 102 – ბრიანსკის ოლქში.
ს რუსეთის ამ რეგიონზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს