რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 7.474 მლრდ დოლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ს ბიუჯეტი 734 მლრდ რუბლის (7.474 მლრდ დოლარი) დეფიციტით შესრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ფედერალურ ხაზინაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 24.972 ტრილიონი რუბლი, ხარჯები – 25.706 ტრილიონი რუბლი.
აღსანიშნავია, რომ რვა თვის განმავლობაში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 27.6 მლრდ რუბლი. ამრიგად, სექტემბერში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი 706.4 მლრდ რუბლი.
bpn.ge