რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მორიგი შეტევა იყო

ს ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება შეტევა ბელგოროდის ოლქზე. ქალაქ ბელგოროდის მერის, ვალენტინ დემიდოვის თანახმად, დილით, ქალაქის დაცხრილვის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.
ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის მიერ დღეს, 18 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ერთ კვირაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 11 და დაიჭრა 82 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი დროით 08:30 საათისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ვამპირის“ 10 რეაქტიული ჭურვი.
ბელგოროდის ოლქზე მორიგი შეტევის შესახებ ტელეგრამით იუწყება მოსკოვის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული რუსი მოხალისეების ლეგიონი „რუსეთის თავისუფლებაც“.
დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
რუსეთის ხელისუფლება ბელგოროდის ოლქზე თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, რასაც უარყოფს. ბელგოროდის რეგიონული მთავრობა ირწმუნება, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს არა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ ში, მოსაზღვრე რაიონებში.
ამას უარყოფენ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ს ბატალიონი“, რომლებმაც პირველად 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. ამ ფორმირებების წევრების თანახმად, ისინი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან.
დაჯგუფებების განცხადებით, მიმდინარეობს „შეზღუდული სამხედრო ოპერაციის აქტიური ფაზა“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 14 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებად“ აქციეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სხვა გზა არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი უფლებებისთვის პუტინის რეჟიმს იარაღით ებრძოლონ.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.