რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში საწვავის დეფიციტია

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ რეგიონებში საწვავის დეფიციტია.

კურილის კუნძულების ნაწილში მოსახლეობას -92 საწვავის შეძენა შეეზღუდა. ბენზინს მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომანქანები მიიღებენ.

5 დღით ადრე, კურილსკის ოლქში საწვავის შესყიდვის ლიმიტი დაწესდა, ერთ ადამიანზე – 10 ლიტრი.

მსგავსი სიტუაციაა შორეული აღმოსავლეთის სხვა რეგიონებშიც. 17 აგვისტოდან პრიმორიეში ბენზინის გასამართ სადგურებზე მრავალსაათიანი რიგებია.

გარდა ამისა ზაბაიკალიეს ოლქსა და ოკუპირებულ ყირიმში ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა საწვავზე ტალონების სისტემა შემოიღეს.

ექსპერტების ნაწილის აზრით, საწვავის დეფიციტი პირდაპირ კავშირშია ს ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინელების მიერ მიტანილი იერიშები. ბოლო კვირების განმავლობაში იერიშების შედეგად მწყობრიდან გამოყვანილია ნავთობის გადამამუშავებელი სისტემის 13%. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა საწვავის ბაზარზე, ძირითადად დაზარალდა რუსეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები.

ბაზრის ხვრელის ამოსავსებად მოსკოვმა შესაძლოა საწვავი ბელარუსისგან შეიძინოს, როგორც ეს 2024 წელს მოხდა.