რუსეთის არმიაში ჯარისკაცი კანიბალიზმში გამოიჭირეს — ვიდეო

რუსეთის არმიაში ჯარისკაცი საკუთარი თანამებრძოლის ჭამაში გამოიჭირეს ფაქტს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს.

“არავინ არსად გაქცეულა, “ბრელოკმა” შეჭამა და მერე კიდევ ორი კვირა ჭამდა, ნა…ი”, — ამბობს რუსეთის შეიარაღებული ძალების 68-ე მოტორიზებული ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონის ერთეულის მეთაური მეორე პირთან საუბრისას.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოგვიანებით კანიბალი რუსი ჯარისკაციც გარდაცვლილი იპოვეს. “ბრელოკი” და “ფომა” 52-ე ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც 68-ე მოტორიზებული ბრიგადის შემადგენლობაშია. ეს ერთეული კუპიანსკის მიმართულებით, სოფლების ზაპადნოესა და ლიმან პერშის მიმდებარედ მოქმედებს.

“კანიბალიზმი კიდევ ერთი დასტურია რუსი ოკუპანტების ღრმა მორალური და ფსიქოლოგიური დეგრადაციისა, რომლებიც უკვე თავად საკუთარ სიცოცხლესაც აღარ სცემენ პატივს,” — წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)