ს არმიაში გაჩნდა ჯარების ახალი სახეობა – უპილოტო სისტემების ჯარები

რუსეთის არმიაში გაჩნდა ჯარების ახალი სახეობა – უპილოტო სისტემების ჯარები, რომლის შექმნის ბრძანება გასულ წელს გასცა ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასი, რომელიც ახალი სახეობის მეთაურის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგეი იშტუგანოვს იმოწმებს.
იშტუგანოვის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა სტრუქტურა, შექმნა პოლკები. უპილოტო სისტემების სხვა ქვედანაყოფები მუშაობენ „ჯარების დაჯგუფებების სხვა ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში“.
„არსებული უპილოტო სისტემების ქვედანაყოფების გაფართოება და ახლების შექმნა გრძელდება. ჩვენს ქვედანაყოფებში ვნიშნავთ ოპერატორებს, ინჟინრებს, ტექნიკოსებს და სხვა დამხმარე სპეციალისტებს“, განუცხადა იშტუგანოვმა „კომსომოლსკაია პრავდას“.
თავად იშტუგანოვი მონაწილეობდა 2022 წელს ში შეჭრაში, როგორც 31-ე ცალკეული გვარდიული საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე, როდესაც ბრიგადა გოსტომელისა და ვოლნოვახის მახლობლად იბრძოდა. მოგვიანებით იტყობინებოდნენ, რომ ბრიგადამ ბახმუტისთვის ბრძოლაში დიდი დანაკარგები განიცადა. ტასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის საფუძველზე შეიქმნა 104-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე დივიზია.
2024 წლის აპრილში, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გამოავლინა 104-ე დივიზიის ჯარისკაცების მონაწილეობა ხერსონის რეგიონში, კრინკის მახლობლად, მიწაზე უმოძრაოდ მწოლიარე სამი უკრაინელი პატიმრის სიკვდილით დასჯაში (შესაბამისი ვიდეო გამოქვეყნდა უკრაინულ ტელეგრამის არხებზე).
უკრაინული საგამოძიებო პროექტი Evocation იტყობინება, რომ იშტუგანოვმა გასცა ბრძანება ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის შესახებ „უკრაინის შეიარაღებული ძალების დასაშინებლად“.
2024 წლის დეკემბერში უპილოტო საფრენი აპარატების ჯარების ფორმირებაზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა პირობა დადო, რომ მათი ფორმირება დასრულდებოდა 2025 წლის მესამე კვარტალში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ძალები შეიქმნებოდა პუტინის დავალებით.
ში უპილოტო სისტემების ძალები, შეიარაღებული ძალების ანალოგიური სახეობა, 2024 წლის დასაწყისიდან არსებობს პრეზიდენტ ს ბრძანებულებით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიკა ფილფანი – დასახელებული შემთხვევების შემდეგ გახარია დააწინაურეს, გახდა პრემიერ-მინისტრი, ის იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, თუ დამნაშავე იყო, ექვსი წელი რატომ დასჭირდათ? – ეს არის ივანიშვილის ვენდეტა