რუსეთის არმიამ დაბომბა უკრაინა, ნიკოლაევში სასტუმრო დაინგრა

გასული 24 საათის განმავლობაში ს ჯარებმა უკრაინის სამხედრო პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე განახორციელეს 32 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა, ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების 60 გასროლა განახორციელებს .
ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია ნათქვამი. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.
განადგურდა და დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ანექსირებული დან ოთხი დრონი, ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კი, ხუთი დრონი გაუშვეს. უკრაინული მხარის ცნობით, S-300-ის ტიპის მართვადი რაკეტა ბელგოროდის რაიონიდან იქნა გასროლილი.
კვირას ღამით ნიკოლაევში თავდასხმის შედეგად სასტუმროს შენობა დაზიანდა. მასში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. მისივე თქმით, დაზიანებულია ასევე მიმდებარე კიდევ ერთი სასტუმრო, მანქანები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი. მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა. კიმმა აღნიშნა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ქალაქის ისტორიულ ნაწილი, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. “ეს არის თავდასხმა ჩვენს ბიზნესზე, ჩვენს ეკონომიკაზე”, – წერს ის ტელეგრამის არხზე.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti იუწყება, რომ ნიკოლაევში რუსეთის არმია თავს დაესხა გემთმშენებელ ქარხანას და სასტუმროს, სადაც სავარაუდოდ, უცხოელი დაქირავებულები ცხოვრობდნენ.
საომარ პირობებში რთულია მეომარი მხარეების შეტყობინებების ოპერატიულად შემოწმება.
დაწერეთ კომენტარი