რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვას, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც | ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ს აგრესიის შემდეგი ეტაპი შეიძლება მიმართული იყოს არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვას წინააღმდეგ, არამედ NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგაც. მისი თქმით, ასეთი აგრესიის მოგერიების ფასი კიდევ უფრო დიდი იქნება.

ლანდსბერგისი ასევე აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზეა.
“25 წელია ვცდილობთ პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით, ხოლო ის აგრძელებს საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას. რუსეთის იმპერიალისტური რევანშისტული ამბიციები არ შეიცვლება. შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვას წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც. ადამიანური და ეკონომიკური ფასი მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავამარცხებთ რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არჩეული გზა იქნება წარმოუდგენელი და არასაჭირო დანაკარგების გადატანა სანამ საბოლოოდ არ გადავწყვეტთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და გავიმარჯვოთ,” – აღნიშნა ლანდსბერგისმა.
But the premise has not changed. Russia’s imperialist revanchist ambitions will remain. The next phase would be directed not just against Ukraine, Georgia or Moldova but possibly against NATO. The price, human and economic, will only go up. 🧵— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) December 30, 2023