რუსეთიდან ფულადი გზავნილები 74.7%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 263.4 მლნ დოლარი (704.6 მლნ ლარი) გადმორიცხეს, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გზავნილების შემცირება, პირველ რიგში, ს ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.
რაც შეეხება დეტალურ სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გადმორიცხული თანხა კვლავ ყველაზე დიდი მოცულობისაა, ფულადი გზავნილები წლიურად 74.7%-ით არის შემცირებული.
ქვეყნების მიხედვის გზავნილები სტატისტიკა ასეთია:
· რუსეთის ფედერაცია – 67.6 მლნ აშშ დოლარი (წილი მთლიან გადმორიცხვებში 25.4%. შემცირება 74.7%);
· იტალია – 44.1 მლნ აშშ დოლარი ( წილი 11.4%, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7%);
· აშშ – 38 მლნ აშშ დოლარი ( წილი 14.4%. ზრდა 32.9%);
· საბერძნეთი – 18.4 მლნ აშშ დოლარი ( წილი 7%. ზრდა 2.2%);
· – 17.8 მლნ აშშ დოლარი (წილი 4.6%. ზრდა 4.6%).
რაც შეეხება ევროკავშირს, იანვარში 100.4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 38.1%-ია. ზრდა კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ია.