რუსეთიდან ფულადი გზავნილები 67%-ით შემცირდა – ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს

2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 272.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა კვლავ ს ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 62 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა წლიურად რუსული ფულადი გზავნილები 126 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც მიგრანტების ეფექტის შერბილებას უკავშირდება. რუსეთის ფულადი გზავნილების კლების სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თანხებს ძირითადად სამუშაოდ წასული ქართველი მიგრანტები რიცხავენ. მათ შორის იტალიიდან 13%-ით გაიზარდა და 44 მილიონი დოლარი შეადგინა გზავნილებმა, აშშ-დან მატება 35%-ია და მთლიანი გადმორიცხული თანხა 41 მილიონს აღწევს, დან კი გზავნილების მატება 25%-ია და გადმორიცხული თანხა 20 მილიონ დოლარს შეადგენს.
ფულადი გზავნილები თებერვალში:

ასევე დაგაინტერესებთ