რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა საიუველირო ნაწარმსაც შეეხება – EU Observer

რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა, რომლის შემოღებას ევროკავშირი სანქციების მე-12 პაკეტის ფარგლებში აპირებს, ყველანაირ საიუველირო ნაწარმს შეეხება, რომელიც ბრილიანტს შეიცავს, – ამის შესახებ EU Observer წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირს სურს აკრძალოს არა სორტირებულ ბრილიანტების, ასევე არასამრეწველო და ხელოვნური ბრილიანტების იმპორტი. შეზღუდვების სიაში ასევე იქნება ნებისმიერი საიუველირო ნაწარმო – ნატურალური და კულტივირებული მარგალიტისგან დამზადებული პროდუქცია, ოქროსა და ვერცხლის შემცველი პროდუქტები, რომლებიც ბრილიანტს შეიცავს, მათ შორის მაჯის საათები.
„აკრძალვა ეხება რუსეთში მოპოვებულ ბრილიანტებს, დან ექსპორტირებულ ბრილიანტებს, რუსეთში ტრანზიტულ ბრილიანტს და მესამე ქვეყნებში დამუშავებულ რუსულ ბრილიანტებს“, წერს EU Observer ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-12 პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბრილიანტის აკრძალვა 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. რუსეთიდან მესამე ქვეყნებში მოჭრილ ბრილიანტებზე შეზღუდვების დაწესება 2024 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება, რადგან ამ საქონლის წარმომავლობის თვალყურის დევნებისთვის ჯერ ახალი მექანიზმის დანერგვაა საჭირო.
გარდა ამისა, გამოცემის მიხედვით, სანქციების სიაში შემოთავაზებულია შვიდი კერძო სამხედრო კომპანიის შეყვანა, რომელთა შორისაა, მაგალითად, „სამეფო მგლები“ (Царские волки), ხოლო ფიზიკურ პირებს შორის – უშიშროების საბჭო თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის შვილი – ილია მედვედევი.
17 ნოემბერს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელთა კომიტეტი რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების მე-12 პაკეტის წინადადებებს განიხილავს. ამის შემდეგ, ოფიციალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის საბჭომ. Politico-ს წყაროების ცნობით, ამ პროცედურის დასრულება 14-15 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტამდე იგეგმება.
როგორც Bloomberg იტყობინება, ევროკავშირი სთავაზობს აკრძალვას გარკვეული ტიპის ჩარხებისა და ნაწილების ექსპორტზე, ასევე ისეთი საქონლის, როგორიცაა ლითიუმის ბატარეები, თერმოსტატები, ზოგიერთი ქიმიკატი და თვითმფრინავების ძრავებიც.