რუსეთთან შეერთება დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი | გაგლოევი

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის თქმით, “სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი”.
“არ არის საჭირო ხალხის მოტყუება. შექმნილ ვითარებაში პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს რუს კოლეგებთან, ეს არ არის ამოღებული დღის წესრიგიდან”, – თქვა გაგლოევმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მისივე სიტყვებით, სა და ბელარუსის “სამოკავშირეო სახელმწიფოსთან” ურთიერთობების დამყარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.