“რუსეთთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი მოთმინებას კარგავს” – მარკო რუბიო

რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით დო­ნალდ ტრამ­პი მოთ­მი­ნე­ბას კარ­გავს, – ამის შე­სა­ხებ -ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, მარ­კო რუ­ბი­ომ Fox News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.
მარ­კო რუ­ბი­ოს გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი “იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან კარგ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს, სა­ბო­ლო­ოდ, არა­ფე­რი მო­აქვს“.
“მოქ­მე­დე­ბის დრო მო­ვი­და და პრე­ზი­დენ­ტმა ეს ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და. ის მოთ­მი­ნე­ბას კარ­გავს. მოთ­მი­ნე­ბას კარ­გავს, რომ რუ­სე­თის მხრი­დან ამ ომის და­სას­რუ­ლებ­ლად ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას და­ე­ლო­დოს. ეს მისი ომი არ არის, მაგ­რამ მისი დას­რუ­ლე­ბა სურს“, – გა­ნა­ცხა­და რუ­ბი­ომ.