რუსებს აწუხებთ, შეძლებენ თუ არა სამხედრო აღლუმის ჩატარებას – და საფუძვლიანადაც – ზელენსკი

მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა არ შეწყდეს რუსეთის გავლენის ქსელებზე, ისევე როგორც მათ ყველანაირ საწარმო და სავაჭრო ოპერაციებზე. ჩვენ ასევე ვემზადებით -სთან მოლაპარაკებებისთვის ახალ სანქციებზე – ჩვენ ვადგენთ იმ ზეწოლის წერტილებს, რომლებიც ყველაზე ეფექტურად უბიძგებს მოსკოვს დიპლომატიისკენ. რუსეთმა მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგას ომის დამთავრებისკენ, და ჩვენ მოვითხოვთ, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. რუსეთმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. ახლა მათ აწუხებთ, შეძლებენ თუ არა სამხედრო აღლუმის ჩატარებას – და საფუძვლიანადაც. მაგრამ რაზეც რეალურად უნდა წუხდნენ ისაა, რომ ომი კვლავ გრძელდება. მათ უნდა დაამთავრონ ეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას