რუსებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა პოლიციელი, მისი ორი კოლეგა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქის მასიური დაბომბვის დროს რკინიგზის სადგურზე დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა ევაკუაციის მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, პოლიციამ ხალხის ევაკუაცია დაიწყო, რა დროსაც პოლიციის ლეიტენანტი გარდაიცვალა. კიდევ ორი პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, გამოეხმაურა.
“რთული დღეა. იყო მოხსენება ხერსონის დაბომბვის შესახებ. ს თავდასხმა რკინიგზის სადგურზე. საევაკუაციო მატარებელი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა