რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერეხოვის ინფორმაციით, რუსებმა სა და ხოლოდნოგორსკის რაიონებში სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს.
„კიევის რაიონში დარტყმა საცხოვრებელ უბანში მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ – ინფორმაცია ზუსტდება. კვლავ არსებობს KAB-ების (მართვადი ბომბი) გაშვების საფრთხე, გამოიჩინეთ სიფრთხილე“, – მიმართა მერმა ქალაქის მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის