რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.
„მტერმა ჩერნიგოვს რაკეტები ესროლა. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი.
ჩაუსის ცნობით, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრში დარტყმა სამი რაკეტით განახორციელეს.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ