რუსებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს შეუტიეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა და 7 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ჩერკასის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტაბურეცმა და ჩერკასის მერმა, ანატოლი ბონდარენკომ განაცხადეს.
„სარაკეტო თავდასხმა რეგიონულ ცენტრზე. ქალაქში რამდენიმე ხანძარია. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაშავდა“, – აღნიშნა იგორ ტაბურეცმა.
მოგვიანებით, ჩერკასის მერმა, ანატოლი ბონდარენკომ განაცხადა, რომ უახლესი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.
„გვყავს შვიდი დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი“, – აღნიშნა მერმა.
ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ოდესაზეც, რის შედეგადაც, „პრივოზის“ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ „მაშველები რუსული ტერორის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ და ცდილობენ, ოდესელებისთვის და ყველა ტურისტისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი ხანძრისგან იხსნან“.
რუსებმა დრონებით ნიკოლაევსაც შეუტიეს, რამაც ქალაქში ხანძარი გამოიწვია. ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის პრესსპიკერი – პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია – ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, ევროპული მომავლისთვის იმუშაონ

ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით