რუსებმა უკრაინას Shahed-ის დრონებით შეუტიეს, უკრაინელმა სამხედროებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსული ძალები წუხელ ს Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლებიც ოკუპირებული დან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, – ციტირებს მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს.
მისი ინფორმაციით, საჰაერო შეტევა თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მიკოლაივისა და ხარკოვის ოლქებში მოიგერიეს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის სულ მცირე რვა დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ