რუსებმა უკრაინას 80 დრონით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები

რუსულმა ძალებმა 2 ივნისის ღამეს ს 80 უპილოტო საფრენი აპარატით, „ისკანდერ-M/KN“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით და „ისკანდერ-K“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები იყო ხარკოვის, ჩერნიგოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები.
წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში მტრის 52 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.
საჰაერო დარტყმები 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხარკოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.