რუსებმა უკრაინას 7 რაკეტითა და 315 დრონით შეუტიეს

რუსებმა ს 7 რაკეტითა და 315 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„9:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვამ მტრის 284 საჰაერო თავდასხმის საშუალება გაანეიტრალა, მათგან 220 ჩამოაგდო, ხოლო 64 ლოკაციურად დაიკარგა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა გაანადგურა და 213 დრონი ჩამოაგდო.
„მტრის საჰაერო დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ნამსხვრევები 16 ლოკაციაზე ჩამოვარდა“, – ნათქვამია უკრიანის საჰაერო ძალების განცხადებაში.