რუსებმა უკრაინას 7 ბალისტიკური რაკეტით და 123 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 6 რაკეტა და 71 დრონი გაანადგურეს

რუსები ს, 11 თებერვლის საღამოდან, „ისკანდერ-მ“ ტიპის 7 ბალისტიკური რაკეტით და სხვადასხვა ტიპის 123 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა 6 რაკეტა და 71 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 40 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
„ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ს, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის ოლქებში „ისკანდერ-მ“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტის და „შაჰედის“ და სხვა ტიპის 71 დრონის ჩამოგდება დაფიქსირდა. მტრის 40 დრონი ლოკაციურად დაიკარგა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ბალისტიკით შეუტიეს კიევსა და კრივი-რიჰს: ექვსი „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტა ს ბრიანსკის ოლქიდან გაუშვეს, ერთი – დროებით ოკუპირებული დან.
უპილოტო საფრენი აპარატები კი რუსეთის მილეროვოს, ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ