რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს, მათგან 310-ზე მეტი განადგურდა ან დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა სტრატეგიული ავიაციის Ту-95 და Ту-160 ტიპის თვითმფრინავებიდან „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, Ту-22M3 თვითმფრინავიდან კი “X-22“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა. ამასთან რუსებმა უკრაინას „X-59/69“ ტიპის 4 მართვადი საჰაერო რაკეტითა და 298 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 45 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, „X-59/69“ ტიპის 2 რაკეტა კი ლოკაციურად დაიკარგა.
ამასთან, უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში Shahed-ისა და სხვა ტიპის 266 დრონი გაანეიტრალეს.
თავდასხმის შედეგად უკრაინის ოლქების უმეტესობა დაზარალდა, დარტყმები 22 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
