რუსებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში რუსების მიერ გაშვებული 75 დრონი გაანეიტრალეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 60 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 15 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების საჰაერო დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
