რუსებმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს

რუსეთმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განაახლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ს ფედერაციის მურმანსკის ოლქის „ოლენას“ აეროდრომიდან Tu-95MS ტიპის 7 სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა.
მათივე ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები მოძრაობდნენ გაშვების ხაზების მიმართულებით.
ამასთან, უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს რუსეთმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 წლის გოგონა, და 14 – დაშავდა.