რუსებმა ს დრონებით შეუტიეს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსებმა ს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა ჟიტომირის, ს, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.
დრონები დაფიქსირდა სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, პოლტავას, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის და მიკოლაივის ოლქებში.