რუსებმა უკრაინას დრონებით ორჯერ შეუტიეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით ორჯერ შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ს უპილიტო საფრენი აპარატები ჯერ ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში აღმოაჩინეს, რამდენიმე წუთში კი დრონები დაფიქსირდა ჩერნიგოვის აღმოსავლეთით, რომლებიც სამხრეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ.
დაზიანებების, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.