რუსებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში დრონებით შეტევის შედეგად სვიატოშინსკის და დარნიცკის რაიონებში მრავალსართულიანი შენობები დაზიანდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ჩვილი. დაშავდა 13 ადამიანი.
რუსების თავდასხმის შედეგად, სვიატოშინსკის რაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობა სერიოზულად დაზიანდა – მე-4-8 სართულები ნაწილობრივ განადგურდა.
ასევე, დაფიქსირდა დარტყმა თექვსმეტსართულიან შენობაზე, რის შედეგადაც მე-15 და მე-16 სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
გარდა ამისა, ხანძარი კიდევ ორ ცხრასართულიან კორპუსში გაჩნდა.
რუსებმა დრონებით და რაკეტებით კრივი-რიჰსაც შეუტიეს. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და სამი ადამიანი დაშავდა.
მასიურად დაბომბეს პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუკი. ათობით აფეთქება მოხდა და ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „უკრზალიზნიცას“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად პოლტავის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მატარებლების ნაწილმა მარშრუტი შეცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ