რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს – დაზარალდა 7 ოლქი, არის მსხვერპლი

რუსებმა ს წუხელ „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 145 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 80 დრონი ჩამოაგდეს.
ამასთან, 42 დრონი-იმიტატორი ლოკალურად, უარყოფითი შედეგების გარეშე, დაიკარგა.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა როვნოს, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქები.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონს არტილერიითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 2 მრავალსართულიანი შენობა, 7 მაღაზია, სპორტული კლუბი, საცურაო აუზი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.
ამასთან, დღეს დილით, რუსების მიერ როვნოს ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სუმის ოლქში ს დრონის თავდასხმის ქვეშ სატვირთო მანქანა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ვფიქრობ, რომელიმე ოპოზიციურ არხზე უნდა გაკეთდეს გადაცემა, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება და მისია ექნება: ამხილოს “ოცნების” ლიდერების და მათი პროპაგანდისტული მედიის ტყუილები

დონალდ ტრამპი – არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა – ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი