რუსებმა ტერნოპოს დრონებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, სერგეი ნადალზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მტერმა კვლავ დრონებით შეუტია ტერნოპოლს. ხანძარია საცხოვრებელ კორპუსში. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. განგაში გრძელდება. დარჩით უსაფრთხო ადგილას მის გაუქმებამდე“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
მოგვიანებით მან თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა და განაცხადა, რომ რუსულმა დრონმა მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულს დაარტყა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას