რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, დაიღუპა მთელი ოჯახი – მშობლები და ორი ბავშვი

რუსებმა 30 სექტემბრის ღამეს უკრაინის სუმის ოლქის სოფელ ჩერნეჩჩინში საცხვრებელ სახლს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც მთელი ოჯახი – დედ-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა კრასნოპილსკას თემის სოფელ ჩერნეჩჩინაში საცხოვრებელ შენობას დრონით დაარტყა. სახლში დაქორწინებული წყვილი ორი მცირეწლოვანი ბავშვით ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ვერავის გადარჩა,“ – აღნიშნა გრიგოროვმა.
მისი ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი დაღუპული ამოიყვანეს – მშობლები და მათი 6 და 4 წლის შვილები.