რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

უკრაინის სუმის ოლქზე ს მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თერთმეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 31 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა სუმის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმების სერია განახორციელა.
ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, ზედა სართულებზე ხუთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, თავდასხმის შედეგად კერძო სექტორში ორ დამხმარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა, აფეთქების ტალღამ კი ხუთბინიანი ერთსართულიანი შენობა დააზიანა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა