რუსებმა ოდესა დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ოდესა დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„მტერმა ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სამწუხაროდ, ს სარაკეტო დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი და ერთი ძაღლი დაიღუპა. რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბიჭი. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე მუშაობს“, – წერს ოლეგ კიპერი „ტელეგრამის“ არხზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი „ოდესის იურიდიული აკადემიის“ სტუდენტურ სასახლეში გაჩნდა.