რუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაშავებულია 14 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, კერძოდ, მტერმა „ნოვა ფოსტას“ საფოსტო განყოფილებას დაარტყე, დაშავებულია 14 ადამიანი, – ინფორმაციაქს უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება.
„ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ საფოსტო საწყობები. ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. მიმდებარე სახლებში ჩამტვრეულია მინები“, – განაცხადა კიპერმა.
გუბერნატორის თქმით, სამართალდამცავები რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მორიგ დანაშაულს აფიქსირებენ.