რუსებმა კიევს დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის განცხადებით, დრონების ნამსხვრევები დაფიქსირდა დედაქალაქის დნეპრის რაიონში.
ცნობისთვის, რუსული ძალები უკრაინას ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით გუშინ საღამოდან უტევენ, რის გამოც დედაქალაქსა და ქვეყნის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ