რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით მტერმა ზაპოროჟიეს ოლქი 8-ჯერ დაბომბა. ასევე, დაარტყეს პენიტენციურ დაწესებულებას. 16 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა“, – აცხადებს ივან ფედოროვი.
ფედოროვის ცნობით, ექიმები დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსების დარტყმის შედეგად პენიტენციური დაწესებულების შენობა დაინგრა, ხოლო ახლომდებარე სახლები დაზიანდა.