რუსულმა ძალებმა 22 ოქტომბრის ღამეს ზაპოროჟიეზე Shahed-ის ტიპის დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზაპოროჟიეზე ღამის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ყველაზე ახალგაზრდა 21 წლისაა. ყველას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება“, – აღნიშნა ფედოროვმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაღალსართულიან შენობასა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.
