რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა 9 ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაიღუპა 9 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
მანამდე, რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
რუსეთის იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებს.
„რუსეთმა ამ ომის დროს ათასობით მსგავსი დარტყმა განახორციელა. პუტინს ნამდვილი მშვიდობის მიღწევა არ აინტერესებს. იგი ცდილობს იმის შესაძლებლობას მიაღწიოს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ასე მოექცეს, ბომბებით, რაკეტებით და ძალადობის სხვა ფორმებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)