რუსებმა ზაპოროჟიესა და კუპიანსკზე თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ავტომობილები დაიწვა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ქალაქს საჰაერო მართვადი ბომბებით შეუტიეს.
ამასთან, რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს დაარტყეს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მტერმა კუპიანსკს საჰაერო მართვადი ბომბებით შეუტია, რის შედეგადაც განადგურდა ან დაზიანდა 55 კერძო სახლი, დაშავდა შვიდი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ