რუსებმა ვინიცას, ხარკოვს, იზმაილსა და კრივი-რიჰს დაარტყეს – არიან დაშავებულები

რუსებმა ღამით უკრაინის ქალაქ ვინიცაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვსაც შეუტიეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი.
ამასთან, რუსულა ძალებმა „შაჰედის“ დრონებით თავდასხმა განახორციელეს იზმაილის რაიონზეც. რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
რუსებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს ქალაქ კრივი-რიჰს.
„ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ბალისტიკური რაკეტა და 28 „შაჰედი“ ერთდროულად“, – განაცხადა ქალაქის მერმა, ალექსანდრე ვილკულმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო განადგურდა. საწარმოს პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდა და მათგან არავინ დაშავებულა, თუმცა ქალაქში დაშავდა 17 წლის ბიჭი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)