“რუსები რუსეთის ტერიტორიასვე ბომბავენ” – უკრაინული შეტევის ახალი დეტალები

“რუსები ს ტერიტორიასვე ბომბავენ” – უკრაინული შეტევის ახალი დეტალები
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე [20:00 საათის შეჯამება | 08.08.2024]:
– უკრაინულმა სამხედრო ძალებმა აიღეს დასახლება ივნიცა და ანასტავსკა და ბრძოლით მიაღწიეს კრომსკიე ბიკამდე რომლიდანაც კურჩატოვის ატომური ელექტროსადგური 30 კილომეტრში მდებარეობს პირდაპირი ხაზით. უკრაინელები მაგისტრალურ გზებს მიუყვებიან და წინააღმდეგობისთანავე ახდენენ მის შემოვლას. გზა მშრალია და ველებზე გადაადგილება შესაძლებელია.
– რუსები წვევამდელების შეკრებასა და გადაისროლას სწორედ კრომსკიე ბიკის მიმართულებაზე ახდენენ. როგორც წესი წვევამდე მაინცდამაინც მაღალი სამხედრო მორალით არ გამოირჩევა. ცნობილია რომ გუშინ და დღეს დღის განმავლობაში, სუჯას სიახლოვეს ბაზირებული წვევამდელების კიდევ ერთი ნაწილი დანებდა უკრაინელებს. მათ ხელთ იგდეს მცირე რაოდენობით რუსული ტექნიკაც. რუსები ცდილობენ ცოცხალი ძალის მასა მიახარჯონ უკრაინულ შეტევას სანამ მოიფიქრებენ მოქმედების შემდგომ გეგმას.
– სუჯას აღმოსავლეთით უკრაინელებმა შემოუარეს მარტინოვკას და ერთის მხრივ ჩაებნენ ბრძოლაში ბალშოე სალდატსკოესათვის, ხოლო მოწინავე ჯგუფებმა გვერდი აუარეს მას და მიაღწიეს კიდევ უფრო შორს, ბლაგოდატნოემდე. რუსული წინააღმდეგობა სპორადული და არათანმიმდევრულია. უკრაინული მცირე დანაყოფებსაც კი ათობით მილიონიან რაკეტებს ესვრიან.
– რუსებმა დაიწყებს უკრაინელთა მიერ აღებული სუჯას ცენტრალური და დასავლეთ ნაწილის საარტილერიო დაბომბვა. გამოდის რომ რუსები რუსეთის ტერიტორიასვე ბომბავენ. ჰაერში მათი ფრენა ძალიან შეზღუდულია, რადგან უკრაინელები ჰაერს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით აკონტროლებენ.
– უკრაინელებმა დაიწყეს კიდევ ორი რაიონული ცენტრის, ლგოვისა და რილსკის დაბომბვა, საიდანაც ადგილობრივები კურსკის მიმართულებით გარბიან. ქალაქი კურსკი ჰუმანიტარული კრიზისისათვის სრულიად მოუმზადებელია. ლგოვისა და რილსკის სიტუაცია მძიმეა იმიტომაც, რომ უკრაინელები მას არამხოლოდ სამხრეთიდან უახლოვდებიან, არამედ არსებობს შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთ წერტილში გადაკვეთონ უკრაინულმა დანაყოფებმა საზღვარი და დასავლეთიდანაც მიადგნენ ქალაქ ლგოვს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ კურსკში საწვავის დეფიციტი გაჩნდა, მას შემდეგ რაც ხალხი მიაწყდა ბენზინგასამართ სადგურებს.
– კურსკის ოლქი გეოგრაფიულად სტეპურია – მისი საშუალო სიმაღლე 200 მეტრია. შესაბამისად, უკრაინელები თავისუფლად გადაადგილდებიან არამხოლოდ მაგისტრალურ გზებზე, არამედ ახერხებენ მათ შემოვლასაც.
– გრძელდება რუსეთის ბელგოროდის ოლქისა და უშუალოდ ბელგოროდის აქტიური დაბომბვა. თუკი საზღვრისპირა რაიონებს არტილერია ბომბავს, უშუალოდ ბელგოროდის მიმართულებაზე უკრაინული დრონები აქტიურობენ.
– უკრაინული სამხედრო შვეულმფრენები აქტიურად დაფრინავენ კურსკის ოლქში. რუსები შიშობენ, რომ მათმა ნაწილმა შესაძლოა ზურგში მცირე რაოდენობით დესანტი გადასხას.
– დონეცკის ოლქში რუსების ყველა ძირითადი შეტევა ბოლო 24 საათია შეჩერებულია. დემორალიზება მათაც დაეტყოთ.
– ზაპორიჟიას ოლქში კი უკრაინული ფ-16 იქნა შემჩნეული. ეს ფსიქოლოგიური ოპერაცია უფრო ვიდრე საბრძოლო, მაგრამ გამორიცხული არაფერია. საინტერესოა ისიც, რომ რუსებს წინა კვირების განმავლობაში ზაპორიჟიასა და ს ოლქებში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქტიურად დაუბომბეს.
– სტრატეგიული დუმილი უცვლელია – უკრაინელები ინფორმაციულად არაფერს ამბობენ. რუსული წყაროები კი შესაძლოა ამსუბუქებდნენ ვითარებას პანიკის თავიდან ასარიდებლად ან პირიქით, ამძიმებდნენ კიდეც, თავიანთი მარცხის გასამართლებლად.