,,რუსები თავის შეცდომებზე სწავლობენ, ჩვენ კი ვერ ვაქციეთ ეს ომები გაკვეთილებად… ვახტანგ კაპანაძემ დაიწყო ეს საქმე და არ დაამთავრებინეს” – რას უყვება ,,ალიას” ვახტანგ მაისაია

,,რუსები თავის შეცდომებზე სწავლობენ, ჩვენ კი ვერ ვაქციეთ ეს ომები გაკვეთილებად… ვახტანგ კაპანაძემ დაიწყო ეს საქმე და არ დაამთავრებინეს” – რას უყვება ,,ალიას” ვახტანგ მაისაია
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
–ბატონო ვახტანგ, ზალუჟნის ნაცვლას ალექსნდრე სირსკი დანიშნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად. რას მოიტანს ეს ცვლილება და რას შესცვლის რუსეთ–უკრაინის ომში?
მოსხნეს, რადგან ვიღაცაზე უნდა გადატეხილიყო ჯოხი სტრატეგიული კონტრშეტევის ჩავარდნის გამო, ორი წარმეტებული კონტრშეტევის მერე, უნდა განხორციელებულიყო მესამე, მასშტაბური კონტრშეტევა, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, ზალუჟნიმ და გენერალიტეტის გარკვეულმა ჯგუფმა ეს ვერ მოხერხა. სირსკი აქ არაფერ შუაშია, ის წინააღმდეგი იყო სტრატეგიული კონტრშეტევის განხორციელებისა და მომხრე იყო შეტევა შესრულებულიყო რამდენიმე სხვა და სხვა მიმართულებით. ეს სტრატეგიული კონტრშეტევა ვერ განხორციელდა დასავლეთიდან იარაღის ვერ მოწოდების, ლოჯისტიკური პრობლემებისა და სხვა მიზეზების გამო. ეს იყო ამერიკის და შეერთებული შტატების პოლიტიკით გამოწვეული, მაგრამ ღიად მათ ვერ დააბრალეს და ზალუჟნის აჰკიდეს პასუხისმგებლობა ჩაშლილი კონტრშეტევის გამო. ზალუჟნი, ასე ვთქვათ, საპატიოდ გადააყენეს,–მას მიანიჭეს უკრაინის ეროვნული გმირის წოდება, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა გაწეული სამსახურისთვის. თუმცა, ზალუჟნის გაჰყნენ მთელი რიგი გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები, რომელთაც დიდი წვილი მიუძღვით ყველა იმ წარმატებაში, რასაც ომის 2 წლის მანძილზე მიაღწია უკრაინის არმიამ. ეს დიდი დანაკლისი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ჩემი აზრით, ზალუჟნის მოხსნა იყო პოლიტიკური შეცდომა და შედეგიც დადგა. ვიდრე ზელენსკი დაკავებული იყო არმიაში საკადრო ცვლილებებით, რუსებმა სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვეს ფრონტის მთელ ხაზებზე და აიღეს საკვანძო წერტილი, ქალაქი ავდეევკა, რომლისთვის ბრძოლაც წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. უკრაინელებს დნეპრის მარჯვენა მხარეს ჰქონდათ სადესანტო პლაცდარმი, რომელიც სამწუხაროდ ვიწროვდება. უკრაინელთათვის სიტუაცია კრიტიკული არა, მაგრამ უკვე საკმაოდ საშიშია.
–ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე, უკრაინის სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ?
–ყველაფერი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. 1.რამდენად მალე მოხდება იმ სამხედრო–პოლიტიკური ღრიჭოს ამოვსება, რაც ზალუჟნისა და მისი გუნდის წასვლის შემდეგ გაჩნდ ში. 2. რამდენად მოკლე ხანში მოხდება იმ შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, რომელიც მისთვის ჰაერივით აუცილებელია, რომ გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები. 3. გასათვალისწინებელია ზოგადი გეო–პოლიტიკური ფონი. არჩევნებია რუსეთში, ამერიკაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ამ არჩევნების შედეგებზე ბევრად იქნება დამოკიდებული უკრაინის შემდგომი ბედი. შესაბამისად, ამ 3 ფაქტორზეა დამოკიდებული ფრონტზე სიტუაცია ვის სასარგებლოდ შეიცვლება. ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. არავინ ელოდა თებერვალში რუსების შეტევაზე გადასვლას, ამას ექპერტები ვარაუდობდნენ უფრო აპრილში ან მაისში. მე მიჭირს ამ ეტაპზე რაიმეს პროგნოზირება.
–დასავლეთიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპებზე რას იტყვით? ძალიან ხომ არ აგვიანებენ?
–ეს დამოკიდებულია მარტში, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებაზე. მაშინ გაირკვევა, მისცემენ თუ არა უკრაინას იმ 64 მილიონ დოლარიან დახმარებას, რომელიც მისთვის იარაღის შესყიდვას უნდა მოხმარდეს. ეს იქნება „ლენდ ლიზი–2“–ის ფაქტიური გაგრძელება, ამ თანხის გარეშე წარმოუდგენელია უკრაინისთვის რაიმე სერიუზული შეიარაღების მიწოდება. თან, როგორც ჩანს, ეს უკავშირდება ამერიკული ბომდამშენების, F-16–ების გადაცემის ფაქტსაც. F-16-ები უკრაინას ექნება, სავარაუდოდ, ივნისში. მანამდე გრძელდება ს დომინანტობა ცაში. უკრაინალებმა, ფაქტიურად, შეუძლებელი შეძლეს. უკრაინელებმა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალებისთვის მოახერხეს საკმაოდ სერიოზული ზარალის მიყენება, ბევრი სამხედრო გემი გაუნდგურეს, რუსეთის სამხედრო ფლოტი, ფაქტიურად, გამოიქცა მის მიერვე ანექსირებული დან და როგორც ჩანს, ოკუპირებული ს ტერიტორიაზე განლაგდება. ბოლოს სადესანტო ხომალდი “ცეზარ კურნიკოვი“ შავ ზღვაში ჩაუძირეს რუსებს უკრაინელებმა და ესეც მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება იყო. უკრაინელებმა რუსებს შავ ზღვაში გადაუკეტეს საზღვაო–სამხედრო ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები. რუსები ცდილობენ შეუტიონ ოდესას და ნიკოლაევს და დაიკავონ შავი ზღვის სანაპიროს ის ნაწილი, რომელსაც უკრაინა დღეს აკონტროლებს. რუსებს დარჩათ მხოლოდ სახმელეთო კორიდორის გაჭრის შესაძლებლობა და ამ კუთხით საბრძოლო მოქმედებების წარმოება. კი, მთლიანობაში რუსებს გააჩნიათ ტაქტიკური–ოპერატიული უპირატესობა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გავლენ სტრატეგიულ დონეზე. ჯერჯერობით, რუსები ანხორციელებენ საკმაოდ სერიოზული ძალების მობილიზაციას. სხვათაშორის, მათ დაიწყეს ახალი ტიპის საინფორმაციო–პროპაგანდისტული კამპანია. მათ გამოუშვეს რამდენიმე საინტერესო წიგნი. არის ასეთი სამხედო ანალიტიკოსი რუსლან პუხოვი, რომელმაც გამოსცა წიგნი „ომი კედლებს შორის“. ფაქტიურად, ეს არის ურბანისტული ომის წარმოების რუსული სტრატეგიული სახელმძღვანელო, ამ წიგნით რუსი სამხედროები ხელმძღვანელობდნენ ბახმუტის, ავდეევკას და სხვა დასახლებული პუნქტების აღებისას. რუსები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, როდესაც ჩვენ ვერ გამოვიტანეთ დასკვნები იმ ომებიდან, რომლებიც გადავიტანეთ, ვერ ვაქციეთ ის ომები გაკვეთილებად. ბატონმა ვახტანგ კაპანაძემ, რომელიც მაშინ იყო გენშტაბის უფროსი, ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ მიაყვანინეს საქმე, რაც ძალიან დიდი სირცხვილია. როგორც ბატონები, კახა კაციტაძე და დავით თევზაძე არიან ქართული სამხედრო –თეორიული სკოლის დამფუძნებლები, მათ შორის არის ვახტანგ კაპანაძეც. შემიძლია კიდევ დავასხელო გურამ ნიკოლეიშვილი და კობა კობალაძე. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებმა, კოლექტიურმა ლელა ჩიქოვანებმა კატასტროფამდე მიიყვანეს ჩვენი თავდაცვის სისტემა. იმედი მაქვს, თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი გამოასწორებს ჩვენს თავდაცვის ძალებში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას, უღირსი ხალხისგან გაწმენდს მას და სხვა ყველაფერთან ერთად, სამხედრო–თეორიულ საკითხებსაც მიეხედება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ქვეყნის მიერ წარმოებული ომები შესწავლილი იქნება სათანადოდ და შესაბამის დასკვნებსაც გამოვიტანთ დაშვებული შეცდომებიდან.
– გასაგებია, რომ ამერიკის კონგრესი ჯერ ვერ შეთანხმდა ამ 64 მილიონიან დახმარებაზე, მაგრამ ევროკავშირმა გამოყო 50 მილიონი დოლარი უკრაინისთვის. ეს მილიონი არ იქნება შვება უკრაინისთვის? ამ ფულით ვერ იყიდიან მათთვის საჭირო იარაღის ნაწილს მაინც.
–ევროკავშირი უკრაინას ეხმარება, რომ ამ ქვეყანამ გადაწყვიტოდ საკმაოდ რთული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, განსაკუთრებით ბრძოლა კორუფციასთან. უკრაინას უჭირს ფული არა მარტო სამხედრო და საბრძოლო მიზნებისთვის, არამედ სხვა ბევრი სამოქალაქო ხარჯიც აქვს. ომშია ქვეყანა და ომში მყოფი ქვეყანა ხომ უნდა შეინახო? ხელფასები, პენსიები უნდა გასცე, სხვა სოციალური საკითხები მოაგვარო, ფინანსური სისტემის სტაბილურობა შეინარჩუნო. რაც დარჩა, ის ეკონომიკაც თუ ჩამოექცა უკრაინას, მაშინ ომი წაგებული ექნება, დასრულდება ყველაფერი. ამ 50 მილიონიდან უდიდესი ნაწილი ამ საკითხების მოგვარებას მოხმარდება. ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები იარაღით, საბრძოლო მასალით ეხმარებიან უკრაინას, გარდა იმისა, რომ ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, სოლიდურად ეხმარება. თუმცა, უკრაინის კომპლექსური დახმარება ამერიკამ აიღო საკუთარ თავზე. ამერიკის პრეროგატივა იყო და არა ევროკავშირისა, დროულად მოეხდინათ უკრაინის არმიის გაძლიერება. ამერიკა სათანადოდ რომ ეხმარებოდა უკრაინას, სწორედ იმ პერიოდში მიაღწია უკრაინის არმიამ მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს ფრონტზე, ძალიან ბევრი ოკუპირებული ქალაქი და დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, რამდენიმე მიმართულებით წაიწიეს წინ, დაიბრუნეს მნიშვნელოვანი პოზიციები. თუმცა, ამერიკის მხრიდან დახმარების შემცირებამ უკრაინელთა ბრძოლისუნარიანობა შეასუსტა, ამით ისარგებლე რუსეთის არმიამ და მოახდინა იმ ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია, რომელთაც დიდხანს ინარჩუნებდნენ უკრაინელები.
–ნატო–მ გადწყვეტილება მიიღო, რომ 1 მილიონი დრონი გადასცეს უკრაინას. ეს რას შეცვლის უკრაინის სასიკეთოდ?
–1 მილიონი დრონი დიდი რაოდენობაა და ცხადია, ეს უკრაინას მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში გამოადგება. საზღვაო დრონებმა, თავის დროზე, შეცვალეს საბრძოლო მოქმედების თეატრი შავ ზღვაში. იმ სადესანტო და სხვა სახის გემების უმეტესობა, რომლებიც უკრაინელებმა ჩაუძირეს შავ ზღვაში რუსებს, სწორედ საზღვაო დრონების მეშვეობით ჩაძირეს. რა თქმა უნდა, 1 მილიონი დრონი სერიოზული საქმეს, ეს ბევრს შესცვლის უკრაინის სასარგებლოდ. ეს მეხუთე თაობის ომია, უკვე გამოიყენება ჭკვიანი ტიპის იარაღი–დრონები, „კოპტერები“ და სხვა სახის შეიარაღება. კი, ვფიქრობ, მილიონი დრონი ფრონტი ხაზზე შესცვლის ვითარებას უკრაინის სასრგებლოდ, წესით ასე უნდა მოხდეს, მაგრამ მეორე მომენტია, ეს დრონები თუ მათი ნაწილი როდის ჩავა უკრაინაში და როდის მიეცემათ მათი გამოყენების საშუალება უკრაინალებს. ისე, არც მოწინააღმდეგე ზის გულზე ხელებდაკრეფილი და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს ყიდულობს სხვა და სხვა ქვეყნიდან და გარდა ამისა, უკვე რუსეთში დაიწყეს ანტიდრონულ შეიარაღებაზე მუშაობა. ანტიდრონულ, სპეციალურ რადიო–ელექტრონულ სისტემებს ხვეწენ, ამზდებენ ანტიდრონულ სპეციალურ ქვემეხებსა და შაშხანებს და საკმაოდ ეფექტურადაც აკეთებენ ამას.რუსები, როგორც წესი, კატასტროფულ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ამ შეცდომებიდან გამოაქვთ გაკვეთილები და შემდეგ ამ გაკვეთილებზე სწავლობენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს