რუსები აფხაზეთში ტურისტულ ჯავშნებს აუქმებენ

აფხაზეთში რუსების მიერ ტურების გაუქმება 15-17 ნოემბერს, ერთი კვირის წინანდელ პერიოდთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა, ხოლო ზოგიერთ ტუროპერატორს საზაფხულო ჯავშნები 95%-მდე გაუუქმდა.

ინფორმაციას ს ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის ცნობით, აფხაზეთს მიმართულებით „ტურების გაუქმების რაოდენობა სტანდარტულ მაჩვენებლებს საგრძნობლად აჭარბებს.“

მსხვილი ტურისტული კომპანიების მონაცემებით, მომავალ ზაფხულს აფხაზეთში დასასვენებლად რუსეთიდან 1,6 მილიონამდე ტურისტი უნდა ჩასულიყო, რაც გასული სეზონის შედეგებს 6-7%-ით აღემატება. თუმცა რეგიონში არეულობა და პოლიტიკური არასტაბილურობა ტურისტებს აიძულებს, გრძელვადიან გეგმებს გადახედონ. ამ დროისთვის აფხაზეთში დასვენება 100-120 ათასამდე რუსს აქვს დაგეგმილი.

ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, ჯავშნები, ასევე, უახლოეს პერიოდზეც უქმდება, თუმცა მათი მასშტაბები ჯერ ნაკლებად შესამჩნევია.

ცნობისთვის: ოკუპირებული ს დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან გაფორმებული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომლის მიხედვითაც, რუსულ კომპანიებს აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფლება ეძლევათ. დოკუმენტი მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს და ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის დამხმარე ზომებს ადგენს. კერძოდ, რუსი ოლიგარქები აფხაზეთში ინვესტიციების სანაცვლოდ 25 წლამდე გადასახადისგან თავისუფლდებიან. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება. ამდენად, ხელშეკრულება უცხოურ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალურად მონოპოლისტი გახდეს. ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც, ოპოზიციის მტკიცებით, აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს.

დე ფაქტო პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა ოპოზიციის პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები, მათ შორის, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. თავად ბჟანია სოხუმიდან გაიქცა. ოპოზიციის განცხადებით, ბჟანიას გადადგომის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის.

წყარო