“რუსები ალყაში მოაქციეს – უტევენ როგორც უკრაინელები, ისე კოლუმბიური და ბრაზილიური დანაყოფები – ბევრი სამხრეთ ამერიკელი იბრძვის უკრაინის მხარეს” – გიორგი კობერიძე

“რუსები ალყაში მოაქციეს – უტევენ როგორც უკრაინელები, ისე კოლუმბიური და ბრაზილიური დანაყოფები – ბევრი სამხრეთ ამერიკელი იბრძვის უკრაინის მხარეს” – გიორგი კობერიძე
მნიშვნელოვანი ცვლილებებია ფრონტის ხაზზე ში. 20 ნოემბერს რუსულმა გენშტაბმა და პუტინმა საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ ში, ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი ავიღეთო. სერიოზული ზეიმი ჰქონდათ რუსებსა და მათ მოკავშირეებს, რადგან სწორედ 2022 წელს უკრაინული კონტრშეტევის შედეგად ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო, რომლის დაბრუნებაც შეძლო კიევმა და ამით სრულიად გაანეიტრალა რუსული საფრთხე ხარკოვის ოლქში. მას შემდეგ, თითქმის სამი წელი უტევდნენ რუსები კუპიანსკის მიმართულებაზე და ხარკოვის ოლქში ღრმად შესვლას.
ცხადია, ამა წლის 20 ნოემბერს რუსებს ქალაქი არ ჰქონდათ აღებული და მათი მხრიდან საჯარო განცხადებები უსაფუძვლო ტრაბახი იყო, რადგან ქალაქის მინიმუმ ნახევარი კვლავ უკრაინელთა ხელში გახლდათ. მაგრამ ახლა კი ნამდვილად ღიმილისმომგვრელი სიტუაციაა იქ: ბოლო 48 საათში უკრაინელებმა რუსები ქალაქში ალყაში მოაქციეს და მისი წმენდა მიმდინარეობს. უტევენ როგორც უკრაინელები, ისე საერთაშორისო ლეგიონის წევრები, მათ შორის კოლუმბიური და ბრაზილიური დანაყოფები, რომელთაც ცენტრი უკავიათ (გამორჩეულად ბევრი სამხრეთ ამერიკელი იბრძვის უკრაინის მხარეს). ჩრდილოეთიდან უკრაინის სახმელეთო ძალების სარდლობა უტევს.